
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებით მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს.
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.
იხილეთ ფოტოები: