
ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებს ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ესაუბრნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: