მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კლასის საათი მიეძღვნა
15-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ჩატარდა. 

„დედა ენამ“ მისცა ფრთები ყმაწვილს ცაში ასაფრენად... დედაენის დღეს მიეძღვნა სკოლის მე-6 კლასში ჩატარებული კლასის საათი. დაე,მუდამ ისმოდეს საქართველოში „სიტყვა ქართული რუსთაველისა“ გილოცავთ სახელმწიფო ენის დღეს. ხელმძღვანელი თინა ფხაკაძეა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203