ვაზიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგების აქტიური ჩართულობით დედაენის კუთხე მოეწყო
15-04-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლა ზრუნავს მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. სკოლაში მუდმივად აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები, ამჯერად კი მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის დირექციის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით დედაენის დღისადმი მიძღვნილ აქტივობები მრავალფეროვანი იყო:

„მოსწავლეებისა და მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით მოეწყო დედაენის კუთხე, სადაც განთავსდა თემატური ფოტო მასალა, გამოიფინა მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები, კედლის გაზეთები. ღონისძიებაზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები შეასრულეს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ეკა ბუთხუზის ორგანიზებით, კი ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს I-VI კლასის მოსწავლეებმა. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩქურები“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203