
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
სკოლაში ამ თარიღს გაკვეთილები მიეძღვნა. მოსწავლეებს ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ესაუბრნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: