მოხევე ფალავნის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება - სიონის საჯარო სკოლის მოსწავლე რეზო მარსაგიშვილმა ჭიდაობის ჩემპიონატში წარმატება მოიპოვა
15-04-2022

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით აცნობს ერთ-ერთია მე-12 კლასის მოსწავლე - რეზო მარსაგიშვილი, რომელიც წარმატებული სპორტსმენია. 

13 აპრილს, ქალაქ გურჯაანში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში, ახალგაზრდებს შორის.

ჩემპიონატში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ჭიდაობის წრის წარმომადგენელი, სიონის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე - რეზო მარსაგიშვილი მონაწილეობდა.

მოხევე ფალავანი მოქმედი საქართველოს ჩემპიონია ჭაბუკთა შორის და ახალგაზრდულ პირველობაზე დებიუტანტის რანგში - 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა.

მოხევე ფალავანმა კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ნახევარფინალურ ბრძოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203