„მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ - აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
15-04-2022

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ჩატარდა 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობაზე და ის თანატოლებსაც გაუზიარეს. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მე-6 და მე-4 კლასების მოსწავლეები, რომლებმაც 9 აპრილის შესახებ დაწერეს ესეები და ნახატებიც დაურთეს.

„დიდი მადლობა მათ, ასევე პედაგოგებს - ქართული ენა და ლმოსწავლეებმა დაწერეს ესეები და საკუთრი ხელით შეასრულეს ნახატებიიტერატურის მასწავლებელს იამზე ესართიასა და მე და საზოგადოების პედაგოგს, მაყვალა მეფორიას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203