
სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. წაიკითხეს ლექსები და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
ღონისძიების ორგანიზატორი ამაღლების საჯარო სკოლის, ხელოვნებისა და ესთეტიკის კათედრა იყო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: