„მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში 9 აპრილს კვირეული მიეძღვნა
15-04-2022

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს კვირეული - „მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე. შემდგომ განვითარებულ ისტორიულ მოვლენებზე, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებზე მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიაზე, რეფერენდუმზე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე მოსწავლეებს ესაუბრნენ ისტორიის მასწავლებლები - მაია ნუცუბიძე-ქობულია, მარინა თუთბერიძე, იამზე ხაჭაპურიძე. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ისტორიულ მოვლენებს და ყველა კითხვაზე პასუხები მიიღეს.

სხვადასხვა კლასში მოსწავლეებმა თავიანთი მომზადებული პრეზენტაციები გააცნეს თანატოლებს, ისაუბრეს და იმსჯელეს თუ რა როლი შეასრულა 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ასევე მოამზადეს თემატური გაზეთები და პოსტერები. მოეწყო ნახატების გამოფენა.

9 აპრილს დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა.

9 აპრილს, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა პატივი მიაგეს 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ აქციით დასრულდა სკოლაში კვირეული.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203