მუსხის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს
15-04-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.

აქტივობით მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს და ნამუშევრები შექმნეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203