შიბლიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავად ღონისძიება ჩატარდა
15-04-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლა ზრუნავს მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე და მათი მოტივაციის ამაღლებაზე. სკოლაში ყოველთვის აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები, ამჯერად კი მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დედაენის დღესთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა. მოეწყო საინფორმაციო პრეზენტაცია, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და სხვადასხვა აქტივობებით კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ღონისძიება ჩაატარეს. 

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 44 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203