„ამ განძს თუ არ მოუარე ისე ვერ იქართველებ“- ქვილიშორის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა
15-04-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა

გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებს ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ესაუბრნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი შორენა ლომაძე იყო.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

„გილოცავთ დედაენის დღეს!
ქართული ენა, ქართველი ერის ეროვნული თვითმყოფადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ლადო ასათიანი ქართულ ენას ,,ღმერთების ენას“ უწოდებდა!
„ამ განძს თუ არ მოუარე ისე ვერ იქართველებ!“ მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი!”,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203