
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გარემოს დაცვის მიმართულებით პროექტის განხორციელება გრძელდება.
12 აპრილს, ხელოვნების პედაგოგის ნ.ლუხუტაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო ნახატების კონკურსი - „მე შენ დაგიცავ, დედამიწა“. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი თემატური ნამუშევრები წარმოადგინეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ I-II-III ხარისხის დიპლომებით:
I ადგილი-ილია პატარიძე;
II-ადგილი-მარიამ ლუხუტაშვილი;
III-დგილი-ავთანდილ ტყეშელაშვილი.
გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისოა და მათი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ფოტოები იხილეთ ბმულზე