ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
15-04-2022

მარნეულის მუნიციპალაიტიტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ხშირად იმართება სპორტული შეჯიბრებები, პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„ადამიანები სხვადასხვა მიზეზით იწყებენ ისეთი მავნე ნივთიერებების მოხმარებას როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკი. მიზეზი შეიძლება იყოს, უბრალოდ ინტერესი, ან სტრესის შედეგი, ან სულაც გარკვეული წესების დარღვევის მცდელობა. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ყოველთვის არსებობს ამ მავნე ჩვევების შეწყვეტის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა.  თუ კი ახალგაზრდა დროულად გააცნობიერებს ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების უარყოფით შედეგებს, ის დროულად შეძლებს შეამციროს მათი მოხმარება.  

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „რეინჯერები“ გუნდმა სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა პრეზენტაციები ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკის თემებზე. შექმნეს ნახატები და საინტერესო ვიდეომასალა. 

ასევე, მოსწავლეებს მოუწოდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ. ღონისძიების ბოლოს ჩატარდა შეჯიბრება, სადაც მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად ითამაშეს ფრენბურთი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203