ბადიაურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მეოთხეკლასელებმა წიგნები შემატეს
15-04-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა მე და საზოგადოებას მასწავლებლის ინიციატივით აქცია მოაწყეს.
ბავშვებმა აქციის ფარგლებში შეაგროვეს მაკულატურა, ჩააბარეს, იყიდეს წიგნები და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს, რითიც სხვა მოსწავლეებს მაგალითი მისცეს.