„9 აპრილიდან - 9 აპრილამდე“ - აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
15-04-2022
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი სამახსოვრო ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები. 

„9 აპრილი, საქართველოს ისტორიის ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „9 აპრილიდან - 9 აპრილამდე“.

სკოლის პედაგოგებმა აღსაზრდელებთან ერთად გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულებს. ისაუბრეს გმირობასა და ქვეყნის ერთგულებაზე.

გაიხსენეს 1991 წლის 9 აპრილი დღე, რომლითაც დაგვირგვინდა თავისუფლებისათვის ბრძოლის უმძიმესი გზა“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203