დედაენის სიყვარულსა და სიკეთეზე ბავრის საჯარო სკოლაში საოცარი ზღაპარი „დაიწერა“
15-04-2022

14 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბავრის არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. „ენა ერის სულია... ქართული ენა ღმერთების ენაა... უძველესი კულტურა... უძველესი ფოლკლორი“...

მე-2 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ანბანის ზეიმი გამართეს. თოთოეულ ასო-ბგერას ლექსები მიუძღვნეს, შეასრულეს სიმრერები და არც ზღაპრის გმირები დავიწყებიათ. ზღაპარში, რომელიც ბავრის საჯარო სკოლაში დაიწერა, წითელქუდა და მგელი დამეგობრდნენ, კეთილმა პრინცესამ კი კანფეტები დაარიგა.

სკოლის ზეიმმა აღფრთოვანება გამოიწვია, ღონისძიებას კი ქართული ენის პედაგოგი ჯული ველელი შირინიანი უძღვებოდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203