„დედაენა ჩვენი წიგნია, ჩვენი ენაა“- ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერის საუნჯეს ლექსებითა და პრეზენტაციებით ​შეასხეს ხოტბა
15-04-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა

დაწყებითი კლასების მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენის, ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

პატარებს მეშვიდე-მერვე კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობა გააცნეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

„ქართული ენა, ენაა ქართველთა!
ქართული ენა, რწმენაა ქართველთა!
ენაა, ერის ბურჯი!
მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილსა და მის უკვდავ „დედა ენაზე“. ბავშვებმა ხოტბა შეასხეს ჩვენი ერის საუნჯეს ლექსებითა და პრეზენტაციებით.
გილოცავთ ყველას, ყველა თაობის წარმომადგენლებს. დედაენა, ჩვენი წიგნია, ჩვენი ენაა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203