„ლექსად ნათქვამი საქართველოზე“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-8 კლასმა სადამრიგებლო პროექტი დაიწყო
15-04-2022
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, VIIIბ კლასი სადამრიგებლო პროექტს „ლექსად ნათქვამი საქართველოზე“, იწყებს, რომლის მიზანია მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება. პოეზიის სიყვარულისა და მისი დეკლამირების კომპლექსის დაძლევის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის I ნაწილი ქართული ენის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა ირაკლი აბაშიძის ლექსი „ხმა კატამონთან“ ერთ გუნდად წაიკითხეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ენის უნიკალურობასა და საოცარ ისტორიას.
„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების დამრიგებელი ია ბლაგიძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203