გუბის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
15-04-2022
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

დაწყებითი კლასებში საინტერესო და მრავალფეროავნი აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა ქართული ენის შესახებ ისაუბრეს და ნამუშევრები შექმნეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აქტივობებში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ.

"მოსწავლეებმა, მასწავლებლების ნინო კაკაბაძის , მედეა მოსეშვილისა და ირინა შველიძის ერთობლივი ორგანიზატორობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი და საინტერესო აქტივობები წარმოგვიდგინეს",-წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203