„ქართული ენა-ღმერთების ენა“- ილემის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღია გაკვეთილი მიეძღვნა
15-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ თარიღს ღია გაკევთილი - „ქართული ენა - ღმერთების ენა“, მიეძღვნა, რომლის მიმდინარეობისას ქართული ენის, ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი ენის უნიკალურობა და გადახდენილი ჭირ-ვარამი. ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობასა და თავისებურებებზე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203