„ენავ, წყალმკვეთო, ენავ მეხო, ენავ ლაზათო“- გუბისწყლის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართული ენის, ამ თარიღისა და მისი ისტორიის შესახებ ისაუბრეს. მათ ლექსებიც წაიკითხეს და წარმოდგენა დადგეს.
ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წამოაჩინეს.
„ენავ, წყალმკვეთო, ენავ მეხო, ენავ ლაზათო - ასე დაიწყო 14 აპრილი, დედაენის დღე გუბისწყლის საჯარო სკოლაში, რასაც მოჰყვა მოსწავლეთა ემოციები, სიხარულის ცრემლი და მხურვალე აპლოდისმენტები. მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს დაუღალავი შრომისთვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: