დამიის საჯარო სკოლაში დედაენის დღე სხვადასხვა საინტერესო აქტივობით აღინიშნა
15-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე, სახელმწიფო ენის სწავლის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ისაუბრეს. მათ პრეზენტაციაც გამართეს, რომელიც კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. გაიმართა კალიგრაფიის კონკურსიც და გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ.

„14 აპრილი საქართველოს სახელმწიფო ენის დღეა! ქართული ენის დღეა! დედაენის დღეა!
მოსწავლეებმა მსმენელებს გააცნეს ქართული დამწერლობის ისტორია, ისაუბრეს ქართველი ხალხის ბრძოლის შესახებ მშობლიური ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შესანარჩუნებლად.
აქტივობას ქართული,როგორც მეორე ენის პედაგოგები ე.მამულიანი, რ.კარაპეტიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი მ.გუნია ხელმძღვანელობდნენ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203