„ენა დედაა ერისა!“ - კვიახიძეების საჯარო სკოლაში ქართული ენის მდიდარ წარსულსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს
15-04-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ღონისძიება თემაზე - „ენა დედაა ერისა!“ ჩატარდა. ღონისძიება შინაარსობრივად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
სკოლის დირექტორმა, თამაზ დიასამიძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დედაენის დღე მიულოცა და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა.
პედაგოგებმა: ლიანა და ჯუმბერ ფუტკარაძეებმაც, მიულოცეს დედაენის დღე დამსწრე საზოგადოებას და გაიხსენეს ქართული ენის მდიდარი წარსული და მისი უაღრესად დიდი მნიშვნელობა, ერის თვითმყოფადობის საქმეში.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის