ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებით მიაგეს პატივი ჩვენს საუნჯეს - მშობლიურ ენას
15-04-2022

ომარ ასლანიძის სახელობის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჯიხანჯურის საჯარო საჯარო სკოლაში, მე- 6 „ბ“ კლასმა დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნა და კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ჩვენს საუნჯეს - მშობლიურ ენას. 

„მე-6 „ბ“ კლასი და მისი ხელმძღვანელი მადლობას უხდის ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მთელ პედაგოგიურ კოლექტივს ბატონი მიხეილ ხალვაშის ხელმძღვანელობით, რომლებიც მთელ მოსამზადებელ პერიოდში მხარში ედგნენ კლასის დამრიგებელს და უქმნიდნენ მას შესაბამის სამუშაო პირობებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა, როდესაც საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა და საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, პროტესტი 60-ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203