„მოვეფეროთ ქართულ ენას“ - წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა
15-04-2022

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში, 14 აპრილს, დაწყებითი კათედრის მიერ მოეწყო ღონისძიება - „მოვეფეროთ ქართულ ენას". აქტივობას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები: ია შანავა, ეკა ციმინტია და ნათია მიქავა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ჩანაწერები დედაენის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ბარბარე ჭაავა და ტასო გვაგვალია. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მეორე კლასის მშობელი- ნანა გვასალია, რისთვის სკოლა მას მადლობას უხდის.

ზოგადად, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203