„ზამთრის ზღაპარი“- თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
15-04-2022
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში მუსიკასა და ხელოვნებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა „ზამთრის ზღაპარი“ იყო. 

მოსწავლეებმა ანტონიო ვივალდის მუსიკალური ნაწარმოები „ზამთარი“ მოიამინეს, გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე იმსჯელეს და საკუთარი დამოკიდებულება ჩამოაყალიბეს. გამართული დისკუსიის შემდეგ, მათ ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც კლასში გამოიფინება.

„გაკვეთილის მიზანი იყო მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება, მოსმენილი ნაწარმოების შესახებ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საუბარი მხატვრულ ხერხებზე, რომლებიც ნამუშევრის შექმნისას გამოიყენება, შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203