ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
15-04-2022
 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, კალიგრაფიული ნამუშევრები წარმოადგინეს და იაკობ გოგოებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით, ნახატები შექმნეს.

ღონისძიების ორგანიზატორები დაწყებითი კლასის მასწავლებლები იყვნენ. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203