„დედაენა არის ენა სულისა“- ბუთურაულის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ქართული ენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის მე-7 კლასში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებას ,,დედაენა არის ენა სულისა“ პედაგოგები მალხაზ და ჯამბულ მიქელაძეები უძღვებოდნენ. მოსწავლეებმა ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და იტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. წაიკითხეს ლექსები, კედლის გაზეთი დაამზადეს, იმღერეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
„მოსწავლეებმა ქართული ენის შესახებ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წაიკითხეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ენის ისტორიის მნიშვნელობის გააზრება და შემოქმედებითი უნარების განვითარება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: