
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა ზრუნავს მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა სახის შემეცნებით, საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა და კონკურსებში.
მატნის N1 საჯარო სკოლის მე-3ბ კლასში სწავლობს ერთი ნიჭიერი და საოცარი შესაძლებლობების მქონე პატარა ბიჭი თამაზი ვარდოშვილი. მან გაიმარჯვა „კინგსის“ ოლიმპიადის ქართულისა და მათემატიკის ფინალურ ტურში, საჩუქრად გადაეცა ოქროს მედლები.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.