„ენა, მამული, სარწმუნოება“- ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
15-04-2022
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება - „ენა, მამული, სარწმუნოება“, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა -კურთხევით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები და თავიანთი უნარები გამოავლინეს. 

ისინი აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი ისტორიის პედაგოგი ზეინაბ ბუაჩიძე იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203