სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში „მათემატიკური შერკინება“ გაიმართა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში კლუბ „მოაზროვნეს“ 11 წევრი მონაწილეობდა. მათ ღირსეულად იასპარეზეს და სერტიფიკატები გადაეცათ. გამოვლინკა გამარჯვებული გუნდიც.
კლუბი სკოლაში სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე დასწრებულ თუ ონლაინ რეჟიმში ფუნქციონირებს და მისი ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი ნინო კევლიშვილია.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა ნინო მასწავლებელს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის და შემდეგ ჩვენს მონაწილეებს, ბავშვებო საუკეთესოები იყავით, მეამაყებით ყველა.
პ.ს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? რაიონის გამარჯვებული გუნდი. ისინი გამოცდილებას უზიარრბდნენ პატარებს და ხალისით ერთვებოდნენ მათ თამაშში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: