ზანის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მნიშვნელოვანი პრეზენტაცია მიეძღვნა
15-04-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის, ზანის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ზანის საჯარო სკოლაში დედანის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ლექცია, რომელსაც უძღვებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები. 

„მსოფლიოში  4-ათასზე მეტი ენა და დიალექტია.  14 ანბანთა შორის ქართულ ანბანს საპატიო ადგილი უკავია. ამ თემაზე მოკლე, საჭირო და აუცილებელი მიმოხილვით  შემოიფარგლნენ  მშობლიური  ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.ჩატარდა  ლექცია  თემაზე   -   „ო, ენავ ჩვენო!“

შემდეგ, ზანის საჯარო სკოლის   მოსწავლეებმა  მოაწყვეს ქართული ენის ზეიმი, ისმოდა, მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ცნობილი მწერლების  გამონათქვამები და პოეტების  ლექსები...

„ოცდაექვსი საუკუნის წინათ  ქმნიდნენ ქართულ ანბანს,
ხელნაწერნი განვლილ დროის  მოგვითხრობენ გმირთა ამბავს!“

აღინიშნა, რომ  „ენა დედაა ერისა“!   რამაც  ათასწლეულების ქარცეცხლს გაუძლო, იწრთობოდა და ჩვენამდე მოაღწია იმ შეგნებისა და აზროვნების სტიმულით,  რაც სამ ღვთიურ სიტყვაში გამოხატა „საქართველოს უგვირგვინო მეფედ“ წოდებულმა ილია ჭავჭავაძემ - ენა! მამული! სარწმუნოება!

√   ენას, როგორც გამოხატვის საშუალებათა სისტემას, გარკვეული მიზანდასახულობა აქვს. სწორედაც, რომ მისი წყალობით ვაზროვნებთ, ვურთიერთობთ, ჩვენს აზრებს და შეგრძნებებს ერთმანეთს ვუზიარებთ,  შავით თეთრზე გადმოვცემთ ნანახითა თუ გაგონილით მიღებულ შთაბეჭდილებებს.

√ 1978 წელს მთავარ მოედანზე  მანიფესტაციის მოწყობის შემდეგ, ქართულ ენას მიენიჭა „სახელმწიფო ენის სტატუსი“.

ქართული  მარტო ენაა?! ქართული  ქართველთ რწმენაა, ღმერთია,  ბედისწერაა, ზღვა როა, იმოდენაა!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფრომაციაში. პრეზენტაციაის სრული ვერსია კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203