ჯიგრაშენის საჯარო სკოლის კარს წელს 10 პირველკლასელი შეაღებს - მოსწავლეებს პროფესიონალთა გუნდი და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო დახვდებათ
15-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია. სკოლის პედაგოგები განსაკუთრებით პირველკლასელთა მისაღებად ემზადებიან. მათი რაოდენობა წელს 10 იქნება. 

სკოლა ბავშვებს მრავალფეროვან, მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი, განათლება მისცენ და ოჯახური და უსაფრთხო გარემო შეუქმნან.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე დავძენთ, რომ წელს სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203