ოკამის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია - სკოლის კარს 25 პირველკლასელი შეაღებს
15-04-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია. 

სკოლის დირექტორის, ოგანეს მღდესიანის თქმით, წელს სკოლაში 25 პირველკლასელს ელოდებიან. 

მოსწავლეებს სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სასწავლო გარემო დახვდებათ. სკოლის პროფესიონალთა გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე დავძენთ, რომ წელს სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203