მამხუტის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს 15-მდე პირველკლასელს ელოდებიან - მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო გარემო დახვდებათ
15-04-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლა ზრუნავს მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე და მათ მოტივაციის ამაღლებაზე. სკოლაში ყოველ წელს განსაკუთრებულად ელოდებიან პირველკლასელებს.

როგორც სკოლის დირექტორი გიას ბადალოვი აღნიშნავს, წელს მათი რაოდენობა 15-მდე იქნება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სათანადო გარემოს შექმნას, ვინაიდან მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება და განწყობა, რომელსაც სკოლაში პირველად შესულ მოსწავლეს რჩება, ამიტომაც ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი, ყოველი 15  სექტემბერი განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული მამხუტის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203