წელიწადის 4 დრო და საინტერესო კომპლექსური დავალება დიდი დმანისის საჯარო სკოლაში
15-04-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის, დიდი დმანისის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და სკოლის ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა ბავშვები ჩართულები იყვნენ საგაკვეთილო პროცესსა თუ სასკოლო ცხოვრებაში და მათთვის სწავლა იყოს სახალისო. 

დიდი დმანისის საჯაროს სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა ოქრიაშვილთან ერთად, განახორციელეს კიდევ ერთი საინტერესო კომპლექსური დავალება ბუნებაში - „წელიწადის დროები - ამინდი და პროგნოზი“.

პატარებმა შექმნეს წელიწადის 4 დროის შესაბამისი ნახატები და შექმნეს საინტერესო  პრეზენტაციები. ხმათა უმრავლესობით კი დაასკვნეს, რომ ყველას ზაფხული და სითბო ურჩევნია.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203