ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სპორტული შიდასასკოლო აქტივობები ჩატარდა
15-04-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სპორტული აქტივობები მუდამ ტარდება.
ამჯერად, სკოლაში შიდასასკოლო აქტივობები: მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, ფეხბურთსა და შაშში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებული მოსწავლეები და გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.