„ლექსად ამღერებული ქალბატონი“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების შთამბეჭდავი ღონისძიება
15-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVა კლასში კლასის საათი სახელწოდებით - „ლექსად ამღერებული ქალბატონი“ ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელი იამზე წულუკიძე გახლავთ.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ და დამსწრე საზოგადოებაზეც უაღრესად დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სასწავლო ნაწილს, დალი სილაგაძეს მიეძღვნა.

„ეს იყო შემოქმედებითობის ნამდვილი ზეიმი. სასიამოვნო წუთები მოსწავლეებმა ამავე სკოლის სასწავლო ნაწილს, ქალბატონ დალი სილაგაძეს მიუძღვნეს, რომელიც ამავე დროს კლასის ერთ-ერთი მოსწავლის ბებოცაა. ბავშვებმა სიყვარულით წაიკითხეს დალი მასწავლებლის ლექსები, ისაუბრეს მის ცხოვრებაზე, საინტერესო შეკითხვებიც ჰქონდათ. დალი მასწავლებელი სითბოთი და სიყვარულით პასუხობდა და ცდილობდა მათი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა. დღემ საინტერესოდ და ამაღელვებლად ჩაიარა“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203