წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში წიგნების პრეზენტაცია გამართეს
15-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, IIIა კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში წიგნების პრეზენტაცია მოაწყვეს.
„ადრეულ ასაკში კარგად ჩამოყალიბებული კითხვის საბაზო უნარები განაპირობებს შემდგომ საფეხურზე სწავლების პროცესს. კვლევებით დასტურდება, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გარკვეული სირთულეები აქვთ საინფორმაციო ტიპის ტექსტების კითხვისას. სწორედ ამიტომ, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-3ა კლასის პედაგოგი თეა ჭუმბურიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ ტიპის ტექსტებზე მუშაობას. სხვადასხვა სტრატეგიების, ხერხებისა და მეთოდების საშუალებით მოსწავლეებმა დაამუშავეს მათი უნარის შესაბამისი საინფორმაციო ტექსტები და სკოლის ბიბლიოთეკაში ამ წიგნების პრეზენტაცია მოაწყვეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის