ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში სააღდგომო სამზადისია.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღდგომისა და ამ დღესთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ ისაუბრეს, შემდეგ კი თემატური პოსტერი მოამზადეს და კლასში კედელზე ჩამოკიდეს.
პოსტერზე, რომელიც თავიანთი ნახატებით გააფორმეს, ინფორმაცია აღდგომის შესახებ იყო დატანილი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.