საგარეჯოს N4 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ორ მოსწავლესთან ერთად საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა
15-04-2022
საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა პროექტებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ორი მოსწავლე საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ.

„8 აპრილს საქართველოს პარლამენტმა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით უმასპინძლა პროექტს, „რა ვიცით პარლამენტის შესახებ“ მასში ჩართულ 50 სკოლის მოსწავლესა და პედაგოგს. მათ შორის მიწვეული იყო საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ორი მოსწავლე.

„რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ - ეს პირველი სასკოლო სახელმძღვანელოა საქართველოს პარლამენტის შესახებ, რომელიც სასწავლო პროგრამაში მომავალი წლიდან დაინერგება.

სახელმძღვანელო შეიცავს ინფორმაციას პარლამენტარიზმის მნიშვნელოვანი თარიღების, მისი როლის და ფუნქციის შესახებ, რომელიც მოსწავლეებისთვის საინტერესო და გასაგები ენით არის გადმოცემული“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203