
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალისოფლის საჯარო სკოლა II და III კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ დალი გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეები საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვივნენ, სადაც მხატვრულ- ლიტერატურული კომპოზიცია - „ო,ენავ ჩემო“ ჩაატარეს.
მოსწავლეები გამოირჩეოდნენ საუკეთესო მხატვრული კითხვით, ღონისძიებაზე მიწვეული იყო სოფელ გეჯეთის II კლასის მოსწავლე ქეთი ვაშაკიძე, რომელიც მაყურებლის წინაშე სიმღერით წარსდგა.
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. მხატვრულ- ლიტერატურული კომპოზიციის დასასრულს მოსწავლეები ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ.
სკოლა საბავშვო ბიბლიოთეკის სპეციალისტს ქ-ნ ნინო გვასალიას თანამშრობლისათვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: