ხანდოს საჯარო სკოლაში სახალისო და შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა ჩატარდა
15-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში მუდმივად აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები, ამჯერად კი მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში ტრადიციულად აღინიშნა ქართული ენის დღე,14 აპრილი.

„ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა სახალისო და შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა. რომელშიც მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. მათ გამოამჟღავნეს ქართული ენის ცოდნა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით. ასევე, წარმოადგინეს კალიგრაფიის ნიუშები, რომელთაგან შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203