სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
15-04-2022
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ დედაენის დღე აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მერვე კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩაუტარდათ. ასევე მეათე-მეთერთმეტე კლასებში შეხვედრაზე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები განიხილეს და დოკუმენტური ფილმი უჩვენეს. ხოლო მე-2 კლასის მოსწავლეებმა ვიდეო „ჩვენ გვიყვარს ქართული ენა" შექმნეს. მათ ბუკლეტები და პოსტერებიც გამოფინეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

„1978 წლის 14 აპრილი საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი დღეა. დღე, როდესაც ქართული ენა გვაჩუქეს წინაპრებმა.საქართველოს ისტორიასთან ერთად, ეს დღე უმნიშვნელოვანესია სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას" სრული კოლექტივისთვის, ამიტომ მისადმი მიძღვნილი დღე გაიმართა, სადაც მოსწავლეები მოეფერნენ ჩვენს ხელი-ხელ საგოგმანებელ ასო-ბგერებს, გაიაზრეს მათი სიდიადე და მნიშვნელოვნება.
დარეჯან ცხომარიას ხელმძღვანელობით კი ჩატარდა ტელეხიდი პროექტ ,,ქართული ფესვების" ფორმატში.
ასეთი დატვირთული იყო დედაენის დღე სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში" ცოდნელებისთვის, რათა მიეღოთ მეტი  ინფორმაცია ჩვენი ენის მნიშვნელობაზე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203