აზავრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს
15-04-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებით შეასხეს ხოტბა და დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203