ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლე კახაბერ ნადარაია მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობდა 
15-04-2022

ხობის მუნიციპალიტეტის, ჭალადიდის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც აქტირუად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, ბავშვებმა კარგად იციან, რომ წარმატებისკენ სავალ გზაზე მხოლოდ ფორმალური განათლება საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობაც.

ამჯერად გაგაცნობთ პატარა „ეტალონელს“, ჭალადიდიდის საჯარო სკოლის, მე-3 კლასის მოსწავლეს - კახაბერ ნადარაიას, რომელიც უსაყვარლესი მასწავლებლის - ნანა არჩაიას დახმარებით, არაერთი წარმატებული პროექტის მონაწილეა და უკვე მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც იწვევენ.

დედაენის დღესთან დაკავშირებით, ხობის მერიის ინიციატივით, კულტურის სახლმა მოაწყო ღონისძიება, სადაც ჭალადიდის საჯარო სკოლელი კახაბერ ნადარაია გახლდათ მიწვეული. ბიჭის გამოსვლა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩდა დამსწრე საზოგადოებისთვის.

სკოლა ამაყობს საკუთარი მოსწავლით `„ეტალონი“ კი წინსვლას უსურვებს ჩვენი დიდი ოჯახის პატარა წევრს - კახაბერ ნადარაიას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203