
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლაში მიმდინარე კვირეულის ფარგლებში, პირველი კლასის მოსწავლეებმა ზეიმი გამართეს. მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს.
მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობის შესახებაც ესაუბრნენ და ამ მხრივ, ცოდნა გაიღრმავეს.
პირველკლასელები აქტივობებში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„პატარებმა დედაენის კვირეულის ფარგლებში დადგეს სხვადასხვა სახის პერფორმანსი, იმღერეს, წარმოთქვეს ლექსები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: