
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესიში“ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.
სკოლა მშვიდობიან აქციაზე მდგომ ყველა ადამიანსა და გმირულად დაღუპულებს თავისუფლებისათვის მადლობას უხდის.
„9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად, ტრაგიკული თარიღია, 33 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. თავისუფლებისთვის ბრძოლას კი 21 ადამიანი შეეწირა, ასეულობით მოქალაქე კი დაშავდა.
ჩვენს გვახსოვს, მადლობა თავისუფლებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.