ხონის N2 სკოლის მეორეკლასელებმა საინტერესო ინტეგრირებულ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
15-04-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა.
ამჯერად, მე-2ა კლასში თემაზე - „ლომი და თაგვი“ ინტეგრირებული კომპლექსური დავალება განხორციელდა. მოსწავლეებმა ტექსტის გაცნობის და ანიმაციური ფილმის ჩვენების შემდეგ, ციფრული სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“, გამოყენებით დაასურათეს სხვდასხვა ეპიზოდი.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენის პედაგოგი ნუკრი ტყეშელაშვილია ხოლო, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჩხენკელი.